|
2022-05-25 11:00:50, 1160 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი, ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის 75-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აზარაშვილმა, საქართველოში, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, დაგეგმილ და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას, რათა მოსახლეობა უზრუნველყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისებით. მისი განმარტებით, ის პოზიტიური რეფორმები, რომლებიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ზურაბ აზარაშვილმა მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინას ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა. „პირველ რიგში, გვინდა გამოვხატოთ საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეშფოთებულები ვართ უკრაინაში ადამიანური მსხვერპლისა და ჯანმრთელობის მხრივ არსებული მდგომარეობით. მივესალმებით გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილ კონსოლიდირებულ ანგარიშს. მართლაც, „ჯანმრთელობა ვერ იქნება მშვიდობის გარეშე და მშვიდობა - ჯანმრთელობის გარეშე. საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას, რათა მოსახლეობა უზრუნველყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისებით და მაღალი ხარისხის, სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტებით.საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველომ წარმატებით გადალახა ბოლოდროინდელი პანდემიის გამოწვევები. მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა როგორც ჯანდაცვის სისტემების, ისე საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის, მედიცინის მუშაკთა შესაძლებლობების გასაძლიერებლად. 2022-2030 წლების ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, იგეგმება პირველადი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერება. უახლოეს მომავალში, ვგეგმავთ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაფართოებას. 2015 წლიდან საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ტუბერკულოზის, აივ ინფექციის და „C“ ჰეპატიტის ტვირთის შემცირებაში. საქართველოს ჯანდაცვის სააგენტოები, ჩვენს წარმატებულ გამოცდილებას, აქტიურად უზიარებენ რეგიონის სხვა ქვეყნებსაც. იმედი მაქვს, ჯანდაცვის პოზიტიური რეფორმები, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს ქვეყანაში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სასურველ შედეგებამდე მიგვიყვანს“, - განახადა ზურაბ აზარაშვილმა მსოფლიო ჯანდაცვის 75-ე ასამბლეაზე. ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, ოფიციალურ და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე იღებენ.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)