|
2022-05-25 10:53:13, 867 ნახვა
საზოგადოება
პროკურატურაში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივების ამოღების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივების (ე.წ. კრიპტო ვალუტა) ამოღების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სახელმძღვანელო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით და დახმარებით შეიმუშავა. ღონისძიება, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გახსნა. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ სახელმძღვანელოს შექმნის მიზანია სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს, გამომძიებლებს, ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში მისი ამოღება წარმატებით მოახდინონ. პრეზენტაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, აშშ-ის მართლმსაჯულების დეპარტამენტის და გამოძიების ფედერალური ბიუროს კიბერდანაშაულის გამოძიების სფეროში ექსპერტები, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ვირტუალური აქტივების სახელმძღვანელოში განხილულია ის საუკეთესო პრაქტიკები, რომელიც დაეხმარება პროკურორებს და გამომძიებლებს სათანადო პროცედურების დაცვით, ეფექტიანად ამოიღონ მესამე პირების მფლობელობაში არსებული დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივები. სახელმძღვანელოს შექმნის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის ალექსანდრე მუყასაშვილის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, ვირტუალური აქტივების პოპულარიზაციასთან ერთად გაიზარდა მისი გამოყენების არეალი დანაშაულებრივ საქმიანობაში, რის გამოც დღის წესრიგში დადგა საგამოძიებო ორგანოების მიერ დროული და ეფექტიანი რეაგირების აუცილებლობა ვირტუალური აქტივების მოძიებისა და ამოღების მიმართულებით. სახელმძღვანელო განკუთვნილია საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლებისთვის, რომლებსაც შეხება აქვთ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ვირტუალური აქტივების ამოღებასთან“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)