|
2022-05-25 10:51:15, 1215 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან ფართომასშტაბიანი შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქციის (ბატარეები და აკუმულატორები, საბურავები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები და ზეთები) მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან ფართომასშტაბიანი შეხვედრა გამართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დასანერგად საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 25 მაისს მიღებული ოთხი ტექნიკური რეგლამენტის (ნარჩენი ზეთების მართვის, საბურავების ნარჩენების მართვის, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის) ამოქმედების ვადების საკითხებზე იმსჯელეს. „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესრულების მიზნით, მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ოთხი ტექნიკური რეგლამენტი შედის ძალაში, რაც გულისხმობს, რომ მგვ-ს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა 1 ივნისამდე, პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე უნდა გაიარონ ავტორიზაცია მგვ-ის ელექტრონულ რეესტრში, ხოლო მიმდინარე წლის 1 ივლისიდან, ყველა იმპორტიორსა და დისტრიბუტორს აეკრძალება იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქციის ბაზარზე განთავსება, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული მგვ რეესტრში და არ არიან მგვ ორგანიზაციის წევრები. ჯერ კიდევ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების პროცესში, აქტიურად ვთანამშრომლობდით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და ვითვალისწინებდით მათ შენიშვნებსა და წინადადებებს. ვფიქრობ, კომპლექსური მიდგომებით, უდავოდ მივიღებთ პოზიტიურ შედეგებს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მხრიდან მიღებული უნდა იყოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ტვირთად არ დააწვება და, ამავდროულად, ნარჩენების მართვის პროცესის ეფექტიან წარმართვაში მწარმოებლები პასუხისმგებლობას იგრძნობენ. შეხვედრაზე სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ალვერდ ჩანქსელიანმა ხაზი გაუსვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ტექნიკური რეგლამენტების განხორციელების ვადებს და აღნიშნა, რომ ოთხი ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადების შესრულება უმნიშვნელოვანესია, რისთვისაც სამინისტროს მიერ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა მწარმოებლების პოზიციების, შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების კუთხით. შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე მამუკა ბარათაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, ბიზნესასოციაციისა და კერძო სექტორის 200-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. მგვ-ის დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებლებმა და იმპორტიორებმა დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ მითითებული ლინკი:
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)