2022-05-24 18:17:37, 1096 ნახვა
ეკონომიკა
ქედის მუნიციპალიტეტში „მონაწილეობითი ბიუჯეტის" საინფორმაციო კამპანია კარდაკარ დასრულდა
ქედის მუნიციპალიტეტში „მონაწილეობითი ბიუჯეტის" პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო კამპანია კარდაკარ დასრულდა. ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში „განვითარების ტალღის" კონსულტანტებმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქედის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება" მოხალისეებმა მოსახლეობას პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თუ გსურს აქტიურად ჩაერთოთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, მოიპოვოთ დაფინანსება სოფლისთვის და აქციოთ იდეა რეალობად, არ თქვა უარი ამ შესაძლებლობაზე და ჩაერთე პროგრამაში. წარმოადგინე შენი იდეა 10 ივნისამდე, შემდეგ მისამართებზე: მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.keda.gov.ge; ქედის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში; მერის წარმომადგენლების ოფისებში; ელექტრონულ ფოსტაზე: kedamunicipality@gmail.com „განვითარების ტალღის" ოფისში. მის: დაბა ქედა, ტბელ აბუსერიძის #10; „განვითარების ტალღის" მიერ თემში მივლინებულ კონსულტანტებთან. Facebook-ის გვერდზე: იყავი თვითმმართველი/Participatory Budget in Keda. იდეების კენჭისყრა გაიმართება 17,18 და 19 ივნისს. ,,მონაწილეობითი ბიუჯეტის" პროექტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 500 000 ლარია გამოყოფილი. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული საპროექტო იდეა არ უნდა აღემატებოდეს თქვენი სოფლისთვის განკუთვნილ თანხას.საპროექტო იდეა უნდა შედიოდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში.პროექტის იდეა მიზნად უნდა ისახავდეს საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას.პროექტის იდეა არ უნდა იყოს ორიენტირებული ერთი პირის, ან ბიზნეს ინტერესებზე.გაითვალისწინეთ, რომ თქვენ წარადგენთ მხოლოდ პროექტის იდეას და არ გევალებათ დეტალური ხარჯთაღრიცხვის წარდგენა. მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭო მოახდენს საპროექტო იდეების ტექნიკურ შერჩევას( სამართლებრივ და ფინანსურ შეფასებას), რის შემდეგ პროექტის ავტორებს ეცნობებათ გადაწყვეტილება. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|