|
2022-05-24 13:56:30, 1135 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ და სავაჭრო პალატა ბიზნესების გაციფრულების პროექტს „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ახორციელებენ
,,საქართველოს ბანკი“ ქვეყნის მასშტაბით ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“ ერთვება. ინიციატივა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად ხორციელდება. პროექტის მიზანია, საქართველოს მასშტაბით ხელი შეუწყოს ბიზნესის გაციფრულების პროცესსა და ელექტრონული კომერციის კიდევ უფრო აქტიურად დანერგვას. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, მეწარმეებს მათ ინტერესებზე და ბიზნესზე მორგებული ვებ-გვერდების შექმნაში „შპს ინტეგრალი“ დაეხმარება. ,,საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კი, პროექტის მონაწილე კომპანიები ახალშექმნილ ვებ-გვერდებზე ელ-კომერციის ფუნქციონალის ჩაშენებას შეძლებენ, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აღნიშნული ბიზნესების სამომავლო განვითარებას. „დღეს ციფრული არხების განვითარება ბიზნესის წარმატების წინაპირობაა. იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა შეძლოს გაციფრულება და საქმიანობის დისტანციურ არხებში წარმოება, ჩავერთეთ პროექტში „100 ვებ-გვერდი მეწარმეებს“. აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის და ელ-კომერციის განვითარებას. გარდა ამისა, ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, ხმა მიაწვდინოს მომხმარებელს ისეთ ადგილებში, სადაც ეს აქამდე მათთვის არ იყო შესაძლებელი. გვინდა წარმატება ვუსურვოთ პროექტის მონაწილე მეწარმეებს. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას, რათა მეტ კომპანიას მიეცეს წვდომა განვითარებისთვის საჭირო რესურსზე“, - განაცხადა ,,საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. ცნობისთვის, ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მიუნხენისა და ზემო ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად ახორციელებს ინიციატივას „100 ვებგვერდი მეწარმეებს“. პროექტი ემსახურება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში, კერძოდ კი ბიზნესის გაციფრულების პროცესსა და ელ-კომერციის კიდევ უფრო აქტიურად დანერგვას ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)