|
2022-05-24 11:04:52, 1052 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის - გიორგი ბუთხუზის ხელმძღვანელობით, ლატვიის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა და დელეგაციის წევრებმა: შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - ნიკოლოზ შარაძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ, მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა - მიხეილ ჩიკვაიძემ და სხვა ოფიციალური პირებმა ლატვიაში მნიშვნელოვანი ოფიციალური შეხვედრები გამართეს. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ბუთხუზი ლატვიელ კოლეგას, ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - დიმიტრი ტროფიმოვს შეხვდა. დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსთან - გენერალ გუნტის პუატსთან, ასევე ეწვივნენ ლატვიის სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და ლატვიის სასაზღვრო ზოლს, სადაც ადგილზე გაეცნენ ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის მუშაობის სპეციფიკას. ვიზიტის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ შარაძემ და ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსმა - გუნტის პუატსმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებში, უახლოეს მომავალში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლატვიის რესპუბლიკისგან საჩუქრად ვერტმფრენი გადმოეცემა. ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა, ასევე, პილოტებისა და ინჟინრების შესაბამისი გადამზადება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის -"საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების გაძლიერება მწვანე და სანაპირო საზღვრის დაცვისთვის" - ფარგლებში განხორციელდება. ამავე ვიზიტის ფარგლებში, მხარეთა შორის ასევე გაფორმდა საზღვრის დაცვის სფეროში 2022 წლის თანამშრომლობის გეგმა. დოკუმენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ხელი მოაწერეს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და მიგრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, ხოლო ლატვიის მხრიდან - ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)