00:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-23 22:01:02, 1539 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე COP 26 რეგიონულ ელჩს ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და თურქეთსა და ირანში დევიდ მორანს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილეს საქართველოში კლერ ოლბლესსა და COP 26 (გაეროს  კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენცია) რეგიონულ ელჩს ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და თურქეთსა და ირანში დევიდ მორანს შეხვდა. 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში არსებული მდგომარეობა. საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასა და მთავრობის პოლიტიკას გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ გლაზგოს კონფერენციის მიზნებთან მიმართებაში.

მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში რესურსების დივერსიფიკაციაზე, ადგილობრივი განახლებადი ენერგიის (ჰიდრო, ქარი, მზე და სხვა) ათვისების მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, ასევე  აღნიშნა შენობების, ტრანსპორტის, მრეწველობისა და ენერგეტიკის სექტორში არსებული ენერგოეფექტურობის დიდი პოტენციალი და სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებით ამ პოტენციალის ათვისების მნიშვნელობა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემების განვითარების პერსპექტივები საქართველოში, განახლებადი ენერგეტიკის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების გზები.

სტუმრებმა ხაზი გაუსვეს განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტურობის განვითარებისა და ხელშეწყობის მნიშვნელობას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე საუბარი იყო ზოგადად ენერგეტიკის სფეროს მნიშვნელოვან როლზე ემისიების შემცირების პროცესში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics