|
2022-05-22 06:40:30, 1541 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში ავტომობილი პუტინის ომის, Z-სიმბოლოებით გადაადგილდება
ბათუმში ავტომობილი პუტინის ომის, Z-სიმბოლოებით გადაადგილდება. Z სამხედრო მონიშვნიდან უკრაინაში შეჭრის მომხრეების გამაერთიანებელ სიმბოლოდ იქცა. უკრაინაში აგრესიის დაწყებიდან სულ რაღაც სამი დღის შემდეგ კრემლისგან დაფინანსებულმა RT-მ საკუთარი არხებით გამოაცხადა, რომ რუსი ჯარისკაცების მხარდასაჭერად Z-იანი მაისურებისა და ჰუდების გაყიდვას იწყებდა. მას შემდეგ Z სიმბოლომ ფართო საზოგადოებრივი დატვირთვა შეიძინა: მას ნახავთ ფლეშმობებში, პროპაგანდისტულ ვიდეოებში, ქუჩის რეკლამებსა და უზარმაზარ კორპუსებზე. სიმბოლომ რუსეთის საზღვრებს გარეთაც გააღწია. რამდენიმე დღის წინ პრორუსმა სერბებმა მოსკოვის მხარდასაჭერად ბელგრადში მარშით ჩაიარეს: ისინი რუსულ დროშებს აფრიალებდნენ და Z ასოებიან სიმბოლიკას იყენებდნენ. ამ პროპაგანდისტული აგონიის განსაკუთრებით შემზარავ ეტაპს წარმოადგენდა ყაზანში მომხდარი ინციდენტი, როდესაც სიმსივინით დაავადებული ბავშვთა ჰოსპისის ბენეფიციარები დაწესებულების ხელმძღვანელებმა ასო Z-ის ფორმით დაამწკრივეს და ამ ფლეშმობის ფოტოები სოციალურ ქსელში ატვირთეს. მალევე ამ სიმბოლოს გამოსახულებიანი ტანსაცმელით დაიტვირთა რუსეთის უმსხვილესი ტანსაცმლის ონლაინ მაღაზიები. ამ სიმბოლოს გამოსახულებიანი ტექნიკით გამოჩდნენ წამყვანი რუსი პროპაგანდისტები. პროპაგანდისტული აგონიის გაღვივების გარდა ეს სიმბოლო ომის მოწინააღმდეგეების შესაშინებლადაც გამოიყენება. მაგალითად უფლედამცველი ორგანიზაციის მემორიალის ოფისში მისული პოლიციელების მიერ დატოვებულ უწყებაზე სწორედ ეს სიმბოლო იყო გამოსახული, რასაც მუქარის შემცველი ტექსტი მოსდევდა. სწორედ ეს სიმბოლო მიახატეს ომის მოწინააღმდეგე ორი საჯარო პირის, კინოკრიტიკოსს, ანტონ დოლინის და Pussy Riot-ის ერთ-ერთი წევრის რიტა ფლორესის სახლის კარზეც. 29 აპრილს კოსმოსში გაშვებული Z სიმბოლოთი მოხატული რუსული სამხედრო თანამგზავრი კოსმოს-2555 18 მაისის დილას ატმოსფეროში დაიწვა. გაშვების შემდეგ თავდაცვის სამინისტრომ თანამგზავრის ორბიტაზე გასვლა და კავშირის დამყარება დაადასტურა. თუმცა გამოცემა Insider-ის ცნობით თანამგზავრი არ გამოდიოდა კავშირზე და ორბიტაზე ვერ გავიდა. მისი ტრაექტორიის კორექტირების მცდელობები უშედეგოდ დასრულდა. ბელარუსულმა როკ ბენდმა БИ-2 ომსკში კონცერტის ჩატარებაზე უარი თქვა. მუსიკოსებმა არ მოინდომეს იმ დარბაზში გამოსვლა, რომელშიც Z სიმბოლიკა იყო წარმოდგენილი. მუსიკოსების თქმით ადმინისტრაციამ უარი თქვა მოეშორებინათ დიდი ზომის ბანერი წარწერით Zа Президента. უარის მიღების შემდეგ ორგანიზატორებმა ბანერი შავი ნაჭრით გადაფარეს, თუმცა ადმინისტრაციამ ბენდის ეს ქმედებაც გააპროტესტა. საბოლოო ჯგუფმა კონცერტი გააუქმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)