10:16 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-20 16:38:56, 1130 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომში, მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანების შეჯახების შემდეგ ერთი მდინარეში გადავარდა - არის მსხვერპლი

ბორჯომში, მწვანე მონასტრის ტერიტორიაზე, მაღალი სიჩქარით მომავალი ორი მანქანის შეჯახების შემდეგ ერთი მდინარეში გადავარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „მეცხრე არხი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ერთი მოსწავლე გარდაცვლილი დახვდა, სამი კი დაშავებული. სამივე მათგანი მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალშია" გადაყვანილი. დაშავებულთაგან ერთი გოგონა და ორი ბიჭია.

ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტლის“ ხელმძღვანელმა ირაკლი დიასამიძემ „მეცხრე არხთან" საუბრისას განაცხადა, რომ კლინიკაში ერთი პაციენტია შეყვანილი.

„დაახლოებით ნახევარი საათის წინ შემოიყვანეს დაშავებული გოგონა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უტარდება კვლევები" - აღნიშნა დიასამიძემ. 

ამის შესახებ ინფრომაცია  „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა, დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics