18:16 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-19 12:38:14, 1636 ნახვა

რეგიონი
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობას ეხმიანება. 

,,მოგეხსენებათ გუშინ, თურქეთში, ქალაქ ტრაპზონთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილში 6 მგზავრი იმყოფებოდა, ექვსივე საქართველოს მოქალაქე. სამწუხაროდ, მათ შორის ერთი გარდაიცვალა. ხუთი პაციენტი აგრძელებს თურქეთის სამ სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობას. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმე რჩება, აქვს ქალა ტვინის ტრავმა და მრავლობითი მოტეხილობა. ოთხი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მსუბუქია და ის კლინიკას დღეს დატოვებს, ხოლო ერთი მამაკაცის და ორი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება, საჭიროებენ სამედიცინო მეთვალყურეობას. დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს დაფარავს თურქული მხარე. ”,- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს ხუთი მოქალაქე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ გუშინ მოინახულა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, რომელიც უკვე საქართველოშია გადმოსვენებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics