|
2022-05-17 12:01:43, 1812 ნახვა
საზოგადოება
GITA - ს მხარდაჭერით, GLOBALIZE ევროპის კონფერენცია პარიზში გაიმართება
2022 წლის 11 ივნისს, GITA - ს მხარდაჭერით, Globalize გამართავს პირველ კონფერენციას ევროპის მასშტაბით, ასევე ღონისძიების მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“. Globalize EU Conference თავს მოუყრის ევროპის კონტინენტზე მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს, ტექნოლოგიებში მოღვაწე პროფესიონალებს, ინვესტორებს, სტარტაპებს, ექსპორტიორებს და მოწვეულ სპიკერებს. მათ შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ მზარდ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში, ასევე, გლობალურ საექსპორტო ბაზრებზე არსებული ტენდენციები და შესაძლებლობები. ღონისძიების მიზანია, დამყარდეს საჭირო კავშირები ქართულ სტარტაპებს, ექსპორტიორებსა და ევროკავშირში მცხოვრებ ქართველებს შორის, რათა სამომავლოდ, მოხდეს მათ შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, სტარტაპებში ინვესტირება თუ ექსპორტიორების მხარდაჭერა ევროპის ბაზრის ათვისების თავლსაზრისით. კონფერენციის ვიზიტორებს არაერთხელ ექნებათ შესაძლებლობა, გააცნონ თავიანთი კომპანია და იდეები აუდიტორიას და ინვესტორებს, ფიჩინგის, B2B შეხვედრებისა თუ ნეთვორქინგ ღონისძიებების მეშვეობით. კონფერენციაზე 30-მდე სპიკერი წარსდგება, განხილული იქნება გლობალურ ბაზრებზე არსებული ტენდენციები და შესაძლებლობები. Globalize EU Conference უნიკალური შესაძლებლობაა ქართული ბიზნესებისთვის, ახალი კონტაქტების დასამყარებლად, ასევე იდეების გაცვლისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. Globalize-მა ოპერირება 2022 წლის მარტში დაიწყო. Ააპრილში დიდი წარმატებით შედგა პირველი საერთაშირისო კონფერენცია სილიკონის ველიზე, რომელმაც თავი მოუყარა აშშ-ში მოღვაწე წარმატებულ ქართველებს, როგორც გამოცდილების გაზიარებისთვის, ისე საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვისთვის. აშშ-ში, ამერიკელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისა და Venture Capitalist-ების წინაშე ქართული სტარტაპ ეკოსისტემის პრეზენტაცია საქართველოს გენერალურ საკონსულოში გაიმართა. მიღების ფარგლებში ქართულმა სტარტაპებმა წარმოაჩინეს თავიანთი კომპანიები და ისაუბრეს ინოვაციურ პროდუქტებზე. გენერალურ კონსულთან ერთად დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ ასევე გახსნა პირველი გლობალური კონფერენცია Globalize-ი. ასევე, Palo Alto-ში გაიმართა ქართული საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია და სტარტაპები წარდგნენ ინვესტორების წინაშე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა Catapult Georgia-ს, ვენჩერული კაპიტალის ფონდის პრეზენტაცია, რომელიც სპეციალიზებულია სილიკონის ველის გარეთ განვითარებად ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. მათი მიზანია, როგორც ქართული სტარტაპებისთვის ადრეული ეტაპის დაფინანსებაში დახმარება, ასევე, მსხვილი ამერიკელი ინვესტორების მოზიდვა. GLOBALIZE წარმოადგენს ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციას, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების და ექსპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან, რომლებიც დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს საერთაშორისო ბაზრებზე ადაპტაციაში და ხელს შეუწყობენ მათ ლოკალურ ინვესტორებთან, მეწარმეებთან თუ პარტნიორებთან დაკავშირებას. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთის, Globalize Community უკვე აერთიანებს 5,000-მდე წარმატებულ ქართველ პროფესიონალს საზღვარგარეთ, ორგანიზაციას უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12-მდე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდი ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. დეტალური ინფორმაცია იხილით ვებგვერდზე: www.globalize.ge
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჰორმუზის სრუტის „ურყევი“ ბლოკადა გამოაცხადა და ირანს შემდგომი ქმედებებით დაემუქრა
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)