|
2022-05-16 10:35:04, 1176 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი დიდგორის მემორიალთან „აისის“ კურსდამთავრებულებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დიდგორის ბრძოლის მემორიალთან იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ კურსდამთავრებულებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს თქმით, სამხედრო საქმით დაინტერესებული ახალგაზრდები ორი თვის განმავლობაში საბაზისო სამხედრო და სალაშქრო კურსებს, ისეთ საკითხებში გადიოდნენ როგორიცააა: ნავიგაცია, ტოპოგრაფიის საფუძვლები, ადგილზე ორიენტირება, თვითგადარჩენის საშუალებები, პირველადი სამედიცინო დახმარება, იარაღის თეორიული შესწავლა, შეიარაღების ნომენკლატურა, სალაშქრო აღჭურვილობის სპეციფიკა, და სალაშქრო საქმე. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მათ იტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის. მან აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ჯარის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია, შესაბამისად, სამხედრო საქმით დაინტერესებულ ახალგაზრდებს უწყება მომავალშიც მხარდაჭერას ჰპირდება. კურსის წარმატებით დასრულებისთვის 110 მოქალაქეს სერტიფიკატები და "აისის" სამხრეები გადაეცათ. მათგან 35 გამორჩეული წევრი კამუფლირებული სამხრეებით დაჯილდოვდა. თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ახალგაზრდებს ფასიანი საჩუქრები გადასცეს. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის უწყებამ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ახალი სამხედრო ფორმები და აღჭურვილობა გადასცა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ წევრები, „აისის“ კურსდამთავრებულთა გულშემატკივრები, ასევე ბრიტანელი და ამერიკელი პარტნიორები დაესწრნენ. „საზოგადოებრივ ორგანიზაცია „აისს“, ასევე „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს“ თავდაცვის სამინისტრო, გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში, ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევს. თანამშრომლობის მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა.“- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)