|
2022-05-15 18:21:38, 1462 ნახვა
საზოგადოება
ევროპის მაუწყებელთა კავშირი აცხადებს, რომ ევროვიზიაზე 6 ქვეყნის ჟიურიმ ხმა წესების დარღვევით მისცა
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 6 ქვეყნის ჟიურიმ ხმა, სავარაუდოდ, წესების დარღვევით მისცა. მეორე ნახევარფინალსა და ფინალში ამ ქვეყნების ხმები სხვა ქვეყნების შედეგების მიხედვით გამოთვალეს, რომელთაც ხმის მიცემის მსგავსი ისტორია აქვთ. განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის რომელია ის 6 ქვეყანა, რომლის ჟიურიმაც ხმა წესების დარღვევით მისცა. "ევროპის მაუწყებელთა კავშირი ევროვიზიაზე ხმის მიცემის პროცესით მანიპულაციის ნებისმიერი მცდელობის შესახებ ეჭვს სერიოზულად ეკიდება და აქვს უფლება, ხმის მიცემის ოფიციალური ინსტრუქციის შესაბამისად მსგავსი ხმები გააუქმოს მიუხედავად იმისა, თუ რა გავლენა ექნებოდა ამ ხმებს შედეგებზე"- ვკითხულობთ განცხადებაში. როგორც BBC-ის ჟურნალისტი "ტვიტერზე" წერს, ქვეყნებს შორის საქართველოც დასახელდა "ევროპის მაუწყებელთა კავშირმა გამოაცხადა, რომ ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში 6-მა ქვეყანამ ხმა წესების დარღვევით მისცა. სწორედ ამის გამო აზერბაიჯანისა და საქართველოს შედეგები ევროვიზიის ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმასრულებელმა ზედამხედველმა, მარტინ ესტერდალმა ჟიურის ნაცვლად წაიკითხა",- წერს მარკ სევიჯი. შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინული ჯგუფი გახდა. საზოგადოებრივი მაუწყებელის ეროვნულმა ჟიურიმ ჯგუფს 6 ქულა დაუწერა, თუმცა მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს, რასაც მათივე თქმით, მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს.
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)