|
2022-05-14 15:10:36, 1414 ნახვა
საზოგადოება
„ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკი მასპინძლობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, მთაწმინდის პარკში, საქართველოს ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებული რიგით მე-13 „ახალი ღვინის ფესტივალი" იმართება. სამინისტროს ცნობით, ფესტივალის მიზანი ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია, ახალი ჯიშების გაცნობა, საქართველოში წარმოებული ღვინის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ღვინის სამომხმარებლო კულტურის განვითარებაა. წელს ფესტივალში 61 ღვინის კომპანია, 89 საოჯახო მარანი და ღვინის შეფუთვა/მოხმარებასთან დაკავშირებული აქსესუარების მწარმოებელი 10 კომპანია მონაწილეობს. „ახალი ღვინის ფესტივალი“ საქართველოს ,,ღვინის კლუბის“ პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ გახსნეს. ღონისძიება, ტრადიციულად, ქვევრის გახსნის ცერემონიით დაიწყო. ღვინის მწარმოებლები სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2021 წლის მოსავლის ღვინოების დაგემოვნებას სთავაზობენ. ფესტივალზე წარმოდგენილია კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო ღვინოები, რომლებიც „ღვინის კლუბის“ სადეგუსტაციო კომისიის მიერ შეირჩა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ფესტივალის ჩატარების მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. „ღვინის ეროვნული სააგენტო წელსაც, როგორც გასულ წლებში, „ახალი ღვინის ფესტივალის“ მხარდამჭერია. ფესტივალი ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და მისი ცნობადობის გაზრდას, ასევე, ახალი მწარმოებლების, ახალი ჯიშებისა და ღვინოების წარმოჩენას ემსახურება. ფესტივალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის პროფესიონალებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს მასპინძლობს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინის წარმოებაში მცირე და საშუალო სეგმენტის განვითარების ხელშეწყობა. ფესტივალის ფარგლებში, მცირე და საშუალო მარნებს საუკეთესო შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროდუქცია ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებელს გააცნონ“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)