10:13 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-14 14:54:31, 898 ნახვა

პოლიტიკა
ნინო ლაცაბიძე ქალთა ორგანიზაციას - ჩვენი გაერთიანება არის ახალი შესაძლებლობა

რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის  სიტყვით გამოსვლა ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე


მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, გულწრფელად მიხარია რომ დღეს ამ მნიშვნელოვან დღეს ვარ თქვენთან ერთად. 
დღეს გავერთიანდით ქალები. აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური რეალობა დგება და მე დარწმუნმებული ვარ , რომ ამ ახალ პოლიტიკურ რეალობაში ჩვენ ძალიან ხშირად მოგვიწევს და ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს წარმატებას და ერთად ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ იმ გამოწვევებს , რომელიც წინ ჯერ კიდევ გვაქვს. 
გიყურებთ დღეს რაც მოვედი მთელი დღეა ამდენ ძლიერ ქალს და გულწრფელად გეტყვით კიდევ , რომ მუნიციპალიტეტებში თქვენი ჩართულობა , ჩვენს სოფლებში , ქალაქებში აღმასრულებელ და წარმომადგენლობით პოზიციებზე კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია. 


სწორედ დღევანდელი ჩვენი გაერთიანება მისცემს ახალ შესაძლებლობებს ქალებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს , გოგონებს, რომლებიც უნდა ჩაერთონ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში. 


ისევე როგორც ჩემმა გუნდმა მე მომცა წლების წინ შესაძლებლობა ვყოფილიყავი აქტიური პოლიტიკურ ასპარეზზე და არ ვთქვი უარი ცხოვრებაში ჩემთვის ალბათ ყველაზე მთავარზე ოჯახზე . მე შევეცადე და გამომივიდა , რომ მეზრუნა ჩემს საყვარელ საქმეზე და ასევე მეზრუნა ჩემი მრავალშვილიანი ოჯახისთვის და ძალიან ღრმად მწამს , რომ ჩვენ ამ ჩვენი გაერთიანებით შევძლებთ, რომ ჩვენი გუნდი კიდევ ძალიან ბევრი ქალის წარმატებას გაიზიარებს და ხელს შეუწყობს. 
მაშ ასე, ჩვენ დღეს ყველანი ერთად ვერთიანდებით ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის  და ქალების ახალი შესაძლებლობებისთვის პოლიტიკაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ოლქში, თავდასხმა განახორციელეს, სადაც Sberbank-ის მონაცემთა ცენტრი მდებარეობს
ალიევის მწვავე კრიტიკის ტალღა ანკარაში აზერბაიჯანის საელჩოსა და სტამბოლში მდებარე საკონსულოს წინ გაიმართა
განხეთქილება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის- პარლამენტმა თურქეთის პოლიტიკურ ელიტას მოუწოდა შეწყვიტოს ბაქოზე თავდასხმები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics