|
2022-05-12 10:13:23, 1180 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი- ორ ათასწლეულზე მეტია, რაც მაცხოვრის სიტყვა და სახარების ფასეულობები განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას, ცხოვრების წესს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, ორ ათასწლეულზე მეტია, რაც მაცხოვრის სიტყვა და სახარების ფასეულობები განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას, ისტორიას, კულტურას, სახელმწიფოებრიობას, ცხოვრების წესს, ამ ფასეულობებმა კი განაპირობა დემოკრატიის, ადამიანის თავისუფლების, მშვიდობისა და კეთილდღეობის პოლიტიკური იდეალები და საფუძვლად დაედო თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციას. "გულითადად გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს! ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ქრისტეს პირველმა მოციქულმა საფუძველი ჩაუყარა ქრისტიანობის გავრცელებას ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ქვეყანაში. ორ ათასწლეულზე მეტია, რაც მაცხოვრის სიტყვა და სახარების ფასეულობები განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას, ისტორიას, კულტურას, სახელმწიფოებრიობას, ცხოვრების წესს. ეს ის ფასეულობებია, რომლებმაც ისტორიულად განაპირობა დემოკრატიის, ადამიანის თავისუფლების, მშვიდობისა და კეთილდღეობის პოლიტიკური იდეალები და საფუძვლად დაედო თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციას. ამ ფასეულობებისადმი განუხრელი ერთგულების ნიშნად, 2018 წელს ჩვენ გავიზიარეთ მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინიციატივა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამაარსებლის - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღის ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადების შესახებ. დღეს, როდესაც საქართველო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე ახლოსაა ცივილიზაციური არჩევანის - ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში დაბრუნების მიზანთან, სწორედ საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული სულიერი და ეროვნული ფასეულობები გვიმაგრებს ზურგს და მჯერა, რომ მომავალშიც არსებით როლს შეასრულებს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის ოპერაციები გაფრთხილების გარეშე შეზღუდა
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
მოსკოვმა ღამით დრონებით თითქმის 500 თავდასხმა დააფიქსირა, ოთხმა აეროპორტმა კი ფუნქციონირება შეაჩერა
უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ოლქში, თავდასხმა განახორციელეს, სადაც Sberbank-ის მონაცემთა ცენტრი მდებარეობს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)