|
2022-05-11 21:12:36, 1522 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა. - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე თქმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი ლაშა ხუციშვილი ესწრება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს, რომელიც წელს მაროკოში იმართება. დღეს ფინანსთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა EBRD-ის მმართველთა საბჭოს პლენარულ სესიაზე, სადაც კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ, უკრაინისთვის გაწეულ მხარდაჭერასა და დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულების მნიშვნელობას. წელს ევრობანკის შეხვედრის თემაა: "გამოწვევებზე რეაგირება უაღრესად ცვალებად სამყაროში" - ამ მიმართულებით ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ბანკის დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ პაკეტზე, რომელიც მიმართულია კერძო სექტორის მხარდაჭერის გაძლიერებისკენ ისეთ სფეროებში როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, სასიცოცხლო ინფრასტრუქტურის განვითარება, ლტოლვილთა მხარდაჭერა და სხვა. „უკრაინაში ომით გამოწვეულ გამოწვევებზე რეაგირების კონტექსტში, მინდა გამოვყო რამდენიმე სფერო, სადაც EBRD-მა უნდა გააძლიეროს მხარდაჭერა. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება, პრიორიტეტი გახდა მთელ მსოფლიოში. საქართველოს აქვს მწვანე ენერგიის გენერირების პოტენციალი. ჩვენ მზად ვართ განვავითაროთ საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც წაახალისებს ინვესტიციებს განახლებად ენერგიებში, ასევე, აღსანიშნავია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პოტენციური პროექტი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპულ ქსელთან დაკავშირებაში, აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ქვეყნის ეკონომიკური ფუნდამენტის გასაძლიერებლად და შოკების მიმართ მდგრადობის გასაზრდელად. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ კვლავ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და უფრო ძლიერი პოზიციით გამოვალთ კრიზისიდან", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი შეხვდება ბანკის პირველ ვიცე პრეზიდენტს, იურგენ რიგტერინკს და ბანკის დელეგაციას. დაგეგმილია შეხვედრა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკთან. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს ესწრებიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
ილონ მასკი ტრამპთან ერთად ჩინეთში Air Force One-ით გაემგზავრება
რუტე ყირიმის ხიდზე თავდასხმაზე: უკრაინას შეუძლია დაიცვას თავი და თავს დაესხას რუსულ ლოგისტიკას
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



