|
2022-05-11 18:21:55, 1253 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი: დიალიზის სერვისი ამოქმედდა დაბა მესტიაში. უახლოეს პერიოდში ამოქმედდება ლანჩხუთში, ამბროლაურში, თიანეთში, ყაზბეგსა და სხვა ქალაქებში“
ჯანდაცვის მინისტრი: „დიალიზის სერვისი სრულად ამოქმედდა დაბა მესტიაში. უახლოეს პერიოდში სერვისი ამოქმედდება ლანჩხუთში, ამბროლაურში, თიანეთში, ყაზბეგსა და სხვა ქალაქებში“ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას, ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სერვისებზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, კრიტიკული იყო მდგომარეობა დიალიზის სერვისებზე. „მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში, შეიძინა 40-მდე ახალი დიალიზის აპარატი ბათუმის, რუხის და თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოებისთვის, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა კვლავაც პრობლემური რჩება. რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, კვირაში რამდენჯერმე უწევდა საკუთარი საცხოვრებელი ტერიტორიის დატოვება დიალიზის სერვისის მისაღებად. ჩვენ, აპრილში დავაანონსეთ პროგრამის გაფართოება. დღეისათვის სერვისი სრულად ამოქმედდა დაბა მესტიაში, რაც მაღალმთიანი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. უახლოეს თვეებში, მოხდება სერვისის ამოქმედება ლანჩხუთში, ამბროლაურში, თიანეთში, ყაზბეგსა და სხვა ქალაქებში“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი კომპონენტი დაემატა იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამას. 2022 წლის იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამის ფარგლებში დაიწყო დაიწყო სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტების, ძირითადად, ბავშვების სამკურნალო მედიკამენტების მიწოდება. „ამ დროისათვის შესყიდულია 10 მილიონ ლარამდე ღირებულების მედიკამენტი. აღნიშნული მედიკამენტების საშუალებით, ევროპასა და ამერიკაში მოხერხდა პაციენტებში დაავადების პროგრესირების შეჩერება და მეტიც, ეს დაავადება მათი სიცოცხლისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლიდან დაიწყო ახალი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ტრანსპლანტაციის წინა კვლევები, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა.
პაპუაშვილი – არშემდგარი დამხობიდან კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა
პენტაგონმა ამერიკელი ჯარების ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაყვანის ნებართვა გასცა
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)