18:46 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 18:16:46, 1975 ნახვა

რეგიონი
70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქირურგი - ტარიელ ბერიძე დაჯილდოვდა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ ევექსის ჰოსპიტლების შუახევის კლინიკის მოქმედი ქირურგი, ტარიელ ბერიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის, მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,ვულოცავ ბატონ ტარიელს 70 წლის იუბილეს და სამინისტროს სახელით მადლობას ვუხდი ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის, განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაში, სადაც სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მთავარი პრიორიტეტია. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. 

 უწყების ცნობით, ტარიელ ბერიძემ სამედიცინო უნივერსიტეტი ზოგადი ქირურგიის მიმართულებით 1980 წელს, ბაშკირეთში დაამთავრა. აქვს 38 წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა პოზიციაზე - მუშაობდა ქირურგად ჩიშმის და შუახევის რაიონულ საავადმყოფოებში, ასევე იყო სასაზღვრო ძალების ექიმი, შუახევის სასწრაფო სამედიცინო დაწესებულების მორიგე ექიმი, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ქირურგი. დღემდე პროფესიულ საქმიანობას ეწევა ევექსის შუახევის კლინიკაში და პარალელურად არის უჩამბის სოფლის ექიმი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics