21:30 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-11 16:52:55, 2742 ნახვა

ეკონომიკა
აგროქულები 40,000-მდე ფერმერს უკვე დაერიცხა, სახელმწიფო პროგრამით 300,000-ზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს

„ლიბერთი ბანკის“ აგრობარათებზე „სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამით“ გათვალისწინებული ქულების დარიცხვა, პოტენციური ბენეფიციარებისთვის  ეტაპობრივად ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტრო ავრცელებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად, ბანკში ვიზიტამდე, ლიბერთი ბანკის ვებგვერდზე https://myliberty.ge/?id=agro გადაამოწმოთ  ინფორმაცია თქვენს ბარათზე ქულების დარიცხვის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ ეწვიოთ ლიბერთი ბანკის თქვენთვის მოსახერხებელ ფილიალს.

პროგრამაში მონაწილეობისა და  დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება ასევე შესაძლებელია ლიბერთი ბანკის  ცხელი ხაზის (2 55 55 00)  მეშვეობით. ფერმერებს პროგრამის დეტალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ან პროგრამაში ჩართვასთან/პროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შეუძლიათ დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს (1501).

„სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის პროგრამით“ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრა 1 ჰა-ზე 300 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 300 ქულით). პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები.

ქულების გამოყენება შესაძლებელია სპეციალიზებულ მაღაზიებში, სასოფლო-სამეურნეო საქონლის - ჰერბიციდები, პესტიციდები, სათესლე მასალები, სასოფლო სამეურნეო იარაღები, და სხვა - შესაძენად. მაღაზიების ჩამონათვალი, მისამართების მითითებით  იხილეთ: https://myliberty.ge/files/Agro.pdf. 

აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 180-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი; პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტი სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

აგრობარათებზე  დარიცხული  ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.“- აღმიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
ილონ მასკი ტრამპთან ერთად ჩინეთში Air Force One-ით გაემგზავრება
რუტე ყირიმის ხიდზე თავდასხმაზე: უკრაინას შეუძლია დაიცვას თავი და თავს დაესხას რუსულ ლოგისტიკას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics