|
2022-05-11 16:27:30, 969 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი: „ჩვენ პრიორიტეტად განვსაზღვრეთ მედიკამენტების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა“
საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა მიმდინარე ფარმაცევტულ რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება. „ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის და ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან ერთად, ჩვენ პრიორიტეტად განვსაზღვრეთ მედიკამენტების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა. ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის პროცესში ჩვენ ვხედავთ სამწუხარო ფაქტებს, როდესაც აფთიაქში მისულ ადამიანს სთავაზობენ მედიკამენტს ექიმის დანიშნულების გარეშე. ასევე ხდება ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტის შეცვლა მარკეტინგული ბენეფიტებისა და სხვა მიზნებისთვის და არა პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ეს გახლავთ მრავალი წლის მანძილზე დაგროვებული ნეგატიური გამოცდილება, რომელიც საჭიროებდა სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. მინისტრის თქმით, აღნიშნულ გამოწვევებზე საპასუხოდ, მიმდინარე წლის აპრილიდან მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი დაექვემდებარა მხოლოდ ელექტრონული რეცეპტით გამოწერისა და აფთიაქიდან ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე გაცემის ვალდებულებას. ასევე, შეიცვალა, დანიშნულების გაცემის მექანიზმიც. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავედით მექანიზმზე, რომელიც ითვალისწინებს რეცეპტში მედიკამენტის არა ბრენდული, არამედ გენერიკული დასახელებით გამოწერას. ხოლო ფარმაცევტებისთვის გაჩნდა ვალდებულება, პაციენტს შესთავაზონ გამოწერილი გენერიკული მედიკამენტის შესაბამისი 3 ყველაზე იაფი სავაჭრო დასახელების პროდუქტი ე.წ „პოზიტიური სიიდან“. ამ სიაში მედიკამენტები შესულია სხვადასხვა კრიტერიუმების შესაბამისად, რომლებიც მედიკამენტების ხარისხის სტანდარტებს და ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობას ადასტურებს“, - განაცხადა მინისტრმა. მინისტრის თქმით, ცვლილება ერთდროულად რამდენიმე მიმართულების გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა. მათ შორისაა: უსაფრთხო მკურნალობის, ასევე პოლიპრაგმაზიის პრევენციის ხელშეწყობა; მცირდება არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის რისკები; პაციენტისთვის იზრდება შესაძლებლობა მიიღოს ხარისხიანი მედიკამენტი შეღავათიან ფასად; სახელმწიფოსთვის შეიქმნა დამატებითი ინსტრუმენტი, ელექტრონული მოდულის გამოყენებით მოახდინოს უწყვეტი, ეფექტიანი მონიტორინგი მედიკამენტების მოხმარებასა და არსებული კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე. „ბოლო კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგისთვის, რამდენადაც მათი კანონდარღვევით რეალიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას. შესაბამისად, მიმდინარე წლის აპრილიდან განისაზღვრა ელექტრონული რეცეპტის გამოწერის ვალდებულება ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნის შემთხვევაში. ცვლილებით ასევე გათვალისწინებულია, მედიკამენტების ბრუნვის მონაცემების ინტეგრირება ჩვენი სამინისტროს ელექტრონულ ბაზაში, რაც ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვაზე კონტროლის მეტ შესაძლებლობას მოგვცემს. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო აქტიურ რეჟიმში ახორციელებს ელექტრონული რეცეპტების გამოწერისა და აფთიაქებიდან მედიკამენტების რეცეპტის საფუძველზე რეალიზაციის კონტროლს. გამოვლინდა დარღვევები და გაიწერა შესაბამისი სანქციებიც. აღსანიშნავია, რომ უახლოეს დღეებში დასრულდება რეგულირების სააგენტოში წამლის დეპარტამენტის ფორმირების პროცესი, რაც კიდევ მეტ შესაძლებლობას შექმნის ქვეყანაში წამლის რეგულირების ჩარჩოს გაძლიერებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ როგორც სამედიცინო, ისე, ფარმაცევტული სექტორი სრული პასუხისმგებლობით შეასრულებს საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი რეფორმის ფარგლებში განსაზღვრულ ვალდებულებებს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)