21:36 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-10 18:38:54, 1247 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხულში საუდის არაბეთიდან უპრეცედენტოდ მაღალი ტურისტული ნაკადი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დღეს საუდის არაბეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. მარიამ ქვრივიშვილმა და ამერ ომარ ამერმა შეხვედრაზე მოახლოებული ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ მიმდინარე საკითხები განიხილეს. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილიც დაესწრო.

როგორც შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანაა ტურისტებისთვის, რაც განაპირობებს ვიზიტორების ზრდას წლიდან წლამდე. ამასთან, ორივე მხარის განცხადებით, არის მოლოდინი, რომ წელს, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საქართველოს  საუდის არაბეთის ძალიან ბევრი მოქალაქე ესტუმრება, რომლებიც  მაღალი მხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან.

„მოლოდინი გავქვს, რომ ამ ქვეყნიდან იქნება უპრეცედენტოდ მაღალი ტურისტული ნაკადი წლევანდელ, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან, რომლებიც ოპერირებენ, ან ოპერირებას დაიწყებენ საქართველოში და ჯამში ზაფხული სეზონზე საუდის არაბეთიდან ველოდებით კვირაში 54 ავიარეისს თბილისის და ბათუმის მიმართულებით", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

გარდა ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოსი, მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა ოთხსეზონურობით, რაც  მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის  ოჯახური დასვენებისთვის და სწორედ ამიტომ წლიდან წლამდე იზრდება საქართველოში ტურიზმის დინამიკა. მისივე თქმით, საუდის არაბეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყნაა, საიდანაც შემოსული ვიზიტორები მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
ილონ მასკი ტრამპთან ერთად ჩინეთში Air Force One-ით გაემგზავრება
რუტე ყირიმის ხიდზე თავდასხმაზე: უკრაინას შეუძლია დაიცვას თავი და თავს დაესხას რუსულ ლოგისტიკას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics