|
2022-05-10 15:21:14, 1062 ნახვა
საზოგადოება
„კანის ლომების" შედეგები ცნობილია
„თიბისის“ მხარდაჭერით, უკვე მეშვიდე წელია, საქართველოში კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალი Young Lions Georgia გაიმართა. კონკურსი მიზნად ისახავს შემოქმედებითი ინდუსტრიისა და ახალი თაობის მხარდაჭერას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, მონაწილეებმა ახალი აღმოჩენები გააკეთონ და მათმა ნამუშევრებმა ფესტივალს გარეთაც გააგრძელონ ცხოვრება. ფესტივალში მონაწილეობდნენ 30 წლამდე ასაკის ადამიანები, რომლებიც მარკეტინგის, კომუნიკაციებისა და კრეატიულ სფეროში საქმიანობენ. გამარჯვებული გუნდების დაჯილდოების ცერემონიას, 5 მაისს, „თიბისი“ კონცეპტის სივრცემ უმასპინძლა. წელს, ჟიურიმ 12 გამარჯვებული გამოავლინა, რომლებსაც გადაეცათ ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს ჯილდოები. კანის ლომების ოქროს ჯილდოს მფლოებელები 4 კატეგორიაში გახდნენ: მარკეტერი - საბა მიქაია და ქეთო შურღაია, TBC დიჯიტალი - ლუკა მახარობლიშვილი, სოფო ივანიშვილი, Windfor's ფილმი - გიორგი ხუბულური, DAVE, Redberry პრინტი - ქეთი ყიფშიძე, ბაიკო ფირცხალაიშვილი, Leavingstone კანის ლომების ოქროს ჯილდოს მფლობელი გამარჯვებული გუნდები კანის საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიო პირველობისთვის, საქართველოს სახელით იასპარეზებენ. დაჯილდოების ფარგლებში, უკვე მეორედ გამოვლინდა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის ჯილდოს მფლობელი შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის. 2019 წელს ჯილდო Windfor's Georgia-ს დამფუძნებელს და კრეატიულ დირექტორს - ვატო ქავთავარაძეს გადაეცა. 2022-ში ჯილდო ლევან ლეფსვერიძეს, Leavingstone-ის თანადამფუძნებელს და შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელს, გადაეცა. Cannes Lions International Festival of Creativity 1954 წლიდან არსებობს და ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთში, ქალაქ კანში. კანის ახალგაზრდა ლომების კონკურსი კანის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კონკურსი ივნისის თვეში ტარდება, სადაც 30 წლამდელ რჩეულ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ თავიანთი ქვეყნის სახელით მსოფლიოს პირველობა დაუმტკიცონ.
პაპუაშვილი – არშემდგარი დამხობიდან კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა
პენტაგონმა ამერიკელი ჯარების ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაყვანის ნებართვა გასცა
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)