|
2022-05-07 18:39:51, 1303 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ოჯახის ექიმებისთვის ტრენინგი ჩატარდა
ეროვნული სკრინინგ ცენტრი, ახალი პროექტის ფარგლებში, ტრენინგების ჩატარებას განაგრძობს. ამჯერად, სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ ოჯახის ექიმებმა სკრინინგ ცენტრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტი გულისხმობს ოჯახის ექიმების ჩართვას კიბოს სკრინინგულ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, გაიმართა ჰიბრიდულ-ციფრული და ფიზიკურ ფორმატში შეხვედრა. „ოჯახის ექიმებს მიეწოდათ ინფორმაცია კიბოს სკრინინგის პროგრამის მნიშვნელობასა და პაციენტების სკრინინგის პროგრამაში ჩართვაზე. ასევე, ექიმებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ ეროვნული სკრინინგ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და იმ პროცედურებს, რასაც სკრინინგში მოსული პაციენტი გადის.“- აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ. აღნიშნულ პროექტს ეროვნული სკრინინგ ცენტრი სადაზღვევო კომპანია „ირაოსთან“ ერთად ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)