|
2022-05-07 16:59:00, 2164 ნახვა
სამხედრო
სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება
საინფორმაციო კამპანია საკონტრაქტო სამსახურში მოქალაქეების მიღების შესახებ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეები შეხვედრებს ქვემო ქართლშიც მართავენ. ამის შესახებ ინფრომაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მაცხოვრებლებს საკონტრაქტო სამსახურის პირობებს, ასევე თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესაძლებლობებს აცნობენ. მათივე ცნობით, პირისპირ შეხვედრისას მოქალაქეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები. „ჯარისკაცებმა ისაუბრეს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღების პროცედურასა და ტერიტორიული პრინციპით დასაქმების შესაძლებლობაზე. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო პოტენციური რეკრუტების ანაზღაურების საკითხს, რაც იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის მიხედვით. მოქალაქეებს კონტრაქტის დასრულების შემდეგ გათვალისწინებული დანამატების საკითხიც დააინტერესდათ. გასაუბრებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სამხედროების მხარდაჭერას სოციალური კუთხით, ქვედანაყოფებში მათთვის გაუმჯობესებულ პირობებს, ინფრასტრუქტურის, კვების, სამედიცინო და სამართლებრივი მხარდაჭერის, კარიერული განვითარებისა და სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგაც კი, ჯარისკაცების კონკურენტუნარიანობის საკითხებს. მოქალაქეების ინტერესი გამოიწვია საკუთარი პროფესიით თავდაცვის ძალებში დასაქმების თემამ. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში რეგისტრაციის პროცედურები მაქსიმალურად გამარტივებულია. რეგისტრაცია მთელი წლის განმავლობაში შესაძლებელია ონლაინ - Oნლინებცტ.მოდ.გოვ.გე; ასევე, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში - თბილისი, გორი, ქუთაისი, სენაკი, ბათუმი და თელავი, იუსტიციის სახლებსა და რეკრუტირების მობილურ მანქანაში. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისა და თავდაცვის ძალებში პროფესიით დასაქმების შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყნის მასშტაბით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.“- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)