|
2022-05-06 21:01:26, 1149 ნახვა
საზოგადოება
ოლადაურში, სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ გაიმართა
ოლადაურში, სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ გაიმართა. - ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე თქმით, სახალხო დღესასწაული ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას, შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, მთავრობის წევრებმა და საზოგადოება "მარეთის“ თავმჯდომარე, აკაკი მახარაძემ მიულოცეს. დღესასწაულზე გაიმართა კულტურულ-სპორტული ღონისძიებები. მოეწყო ხეობისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშებისა და ტრადიციული გასტრონომიის გამოფენა. წელს ,,საპატიო მარეთელის“ წოდება 5 მოქალაქეს მიენიჭა, ასევე დაჯილდოვდნენ წარმატებული მოსწავლეები. სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და საზოგადოება ,,მარეთის“ მხარდაჭერით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)