|
2022-05-06 16:30:40, 1696 ნახვა
საზოგადოება
კვლევის მიხედვით, საქართველოში ლგბტქ თემის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება საგრძნობლად შემცირებულია
"ქალთა ინიციატიცების მხარდამჭერმა ჯგუფმა" ლგბტქ თემის მიმართ საქართველოში საზოგადოებრივი დამოკიდებულების შესახებ კვლევა მოამზადა, რომლის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ინდექსები კლებულობს. კვლევის მიხედვით, 2016 წელთან შედარებით, საგრძნობლად შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ლგბტქი თემის მიმართ. გამოკითხულთა 20.6%-ით ნაკლები (55.9%) ფიქრობს, რომ ლგბტქი ჯგუფის თანასწორობისთვის ბრძოლა საკუთარი ცხოვრების წესის სხვებისთვის თავზე მოხვევა ან პროპაგანდაა. თითქმის 20%-ითაა (56.8%-მდე) შემცირებული თემის უფლებადამცველების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაც. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ლგბტქი ადამიანები საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ და მარგინალურ ნაწილს წარმოადგენენ. ისინი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დისკრიმინაციასა და ძალადობას განიცდიან, ხოლო მათი უფლებების დაცვისა და პრაქტიკაში რეალიზების მხრივ, კვლავაც მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)