12:16 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-06 13:20:37, 834 ნახვა

პოლიტიკა
ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მთავრობამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, 10 მაისისთვის საქართველო ევროკომისიას კითხვარის ბოლო ნაწილსაც გადასცეს. 

"გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზეც დაასრულა მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ჩვენ ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის საქართველომ ევროკომისიას კითხვარის ბოლო ნაწილი გადასცეს. როგორც იცით, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკური და სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებისთვისაც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გავწიეთ". - განაცხადა დარჩიაშვილმა. 

ცნობისთვის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ 18 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ  უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარი გადასცა. ამის შემდეგ კი, 22 აპრილს კითხვარი მოლდოვამაც შეავსო და ევროკავშირის უფლებამოსილ წარმომადგენლებს გადასცა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის ოპერაციები გაფრთხილების გარეშე შეზღუდა
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
მოსკოვმა ღამით დრონებით თითქმის 500 თავდასხმა დააფიქსირა, ოთხმა აეროპორტმა კი ფუნქციონირება შეაჩერა
უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ოლქში, თავდასხმა განახორციელეს, სადაც Sberbank-ის მონაცემთა ცენტრი მდებარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics