|
2022-05-05 14:24:49, 1019 ნახვა
საზოგადოება
თბილისში, 40 დევნილ ოჯახს ახალი ბინები გადაეცა
თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში, იძულებით გადაადგილებულ 40 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებმა დევნილებმა მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბინების განაწილების ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე დაესწრო. ილია ღუდუშაურის თქმით, გაცემული დაპირების შესაბამისად, ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრები 85 ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ფართით. დარჩენილი 55 ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფა კი, ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდე მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)