|
2022-05-05 10:57:59, 1092 ნახვა
საზოგადოება
საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის მომსახურების ხარისხის ფონდის თავმჯდომარის მოადგილე ქვეყანა გახდა
საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) მომსახურების ხარისხის ფონდის (Quality of Service Fund) თავმჯდომარის მოადგილე ქვეყანა გახდა. „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციით, უნივერსალური საფოსტო კავშირის მომსახურების ხარისხის ფონდი ფოსტის განვითარების დაფინანსების მსოფლიო მასშტაბის პლატფორმაა. ფონდის მიზანია, განვითარებადი და ნაკლებად განვითარებული ქვეყნების დანიშნული ოპერატორების საფოსტო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა. „უნივერსალური საფოსტო კავშირის მომსახურების ხარისხის ფონდის საბჭო შედგება 11 წევრი ქვეყნისგან. აღნიშნული ქვეყნებია: საქართველო, შვეიცარია, ამერიკის შეერთებული შტატები, ტუნისი, საფრანგეთი, ეგვიპტე, ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი, ჩილე, ტაილანდი. 2022 წლის 4 მაისს, საქართველო თავმჯდომარის მოადგილე ქვეყნად შეირჩა კენჭისყრის საფუძველზე. „საქართველოს ფოსტის“ საერთაშორისო ურთიერთობებისა და საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუგზარ ბრეგვაძე ერთხმად იქნა არჩეული და დანიშნული 3 წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი მიენიჭა შვეიცარიას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)