13:18 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-04 20:55:46, 1302 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის წევრ ყველა ექიმს მიმართავს

მიხელ საკაშვილი პარლამენტის ყველა ექიმ წევრს მიმართავს - ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელსი ავრცელებს.

მისივე თქმით, ვისაც ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული უნდა მომინახულომ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთონ დასკვნა მის ჯანმრთელობაზე.

" მივმართავ დავით სერგეენკოს, დიმიტრი ხუნდაძესა და პარლამენტის ყველა სხვა ექიმ წევრს ნებისმიერი პარტიიდან, ვისაც ჰიპოკრატეს ფიცი აქვს დადებული. მომინახულეთ, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც პაციენტი და გააკეთეთ დასკვნა, როგორც პაციენტზე.

ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ ასე მოიქცევით, მიგიღებთ და შეგხვდებით, როგორც ექიმებს და არა პოლიტიკოსებს, ჩემს მოწინააღმდეგეებს ან მომხრეებს. არ ვაპირებ არანაირი პოლიტიკური დისკუსიის გამართვას. მხოლოდ საკუთარ სიმპტომებზე გაგესაუბრებით და მხოლოდ იმის შესაძლებლობაზე ვისაუბრებთ, რომ გამსინჯოთ და მიიღოთ ობიექტური დასკვნა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

ასევე მოგიწოდებთ, რომ შემოსვლის შემდეგ საჯარო განცხდებები გააკეთოთ და საჯარო დისკუსიები გამართოთ, როგორც პარლამენტის წევრებმა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

იმედი მაქვს თქვენი ადამიანური მიდგომების, პროფესიული კეთილსინდისიერებისა და ჰიპოკრატეს ფიცისადმი თქვენი პროფესიული ერთგულების! " - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ოჯახის წევრებისა და ექიმების თქმით მძიმეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაციონალური მოძრაობა პარტიების აკრძალვის სარჩელზე- რუსულ საოკუპაციო რეჟიმს თავს არ დავუხრით
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის ოპერაციები გაფრთხილების გარეშე შეზღუდა
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics