|
2022-05-04 11:46:25, 984 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია დაათვალიერეს და სასწავლო პროცესს გაეცნენ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყები თქმით, ალექსანდრე დარახველიძემ და აკადემიის რექტორმა - ივანე პაპიაშვილმა, მოადგილეებთან ერთად, დეპუტატებს მიაწოდეს ინფორმაცია აკადემიის საქმიანობის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია პირველი პროფესიული სასწავლებელია, რომელსაც 2020 წელს განათლების სფეროში ხარისხის მართვის ISO სერტიფიკატი გადაეცა. დეპუტატებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ ხვდებიან შსს-ს აკადემიაში მსმენელები, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, როგორია სასწავლო პროგრამები, რა ბენეფიტებით სარგებლობენ აკადემიის მსმენელები და როგორია აკადემიის სამომავლო გეგმები. დეპუტატებს სასწავლო პროცესს გაეცნენ, დაათვალიერეს სიმულაციური სასწავლო სივრცე, გარე სპორტული სივრცე, „შუთჰაუსი“ - ტაქტიკური სივრცე, ვირტუალური ტირი, თანამედროვე სტანდარტებით აგებული ახალი ტირი, სიმულაციური სასაზღვრო გამშვები პუნქტი, საგამოცდო ცენტრი და შსს-ს არქივი. აკადემიის სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)