21:44 - 17 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-03 15:04:31, 1201 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ ბიზნეს მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დასახელდა

SME Banking Club-მა „თიბისის“ ბიზნეს მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. ჯილდო „თიბისის“ ბიზნეს მობაილბანკში უახლესი ტენდენციების დანერგვის და ბიზნესმომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნისთვის გადაეცა.

SME Banking Club 2022-ის გამარჯვებული ბანკები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბიზნეს მობაილბანკების ეფექტურობის შესახებ ჩატარებულ საერთაშორისო კვლევებზე დაფუძნებით გამოავლინეს. შეფასების კრიტერიუმებს წარმოადგენდა: ბიზნეს მობაილბანკების რეიტინგები AppStore-სა და Google play-ზე, 100-ზე მეტი პარამეტრისა და ფუნქციონალის შედარება და სხვა. კვლევის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებში სულ 50-ზე მეტი ბიზნეს მობაილბანკის ანალიზი ჩატარდა.

„მოხარული ვართ, რომ  „თიბისის“ ბიზნეს მობაილბანკმა SME Banking Club-ის ჯილდო მიიღო. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ადასტურებს „თიბისის“ მისიას, გაუმარტივოს მომხმარებლებს ცხოვრება და მათ საუკეთესო სერვისები და პროდუქტები შესთავაზოს. მობაილბანკის განვითარებისა და გაუმჯობესების მიმართულებით ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს და მომხმარებელს კიდევ არაერთ ინოვაციურ სიახლეს შევთავაზებთ“,  -  ნათია ვაჭარაძე, „თიბისის“ ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერი.

SME Banking Club საბანკო სფეროში მომუშავე ბიზნესბანკირების ასოციაციაა და მის მიზანს სტარტაპერების, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლების ისეთი ინფორმაციით უზრუნველყოფა წარმოადგენს, რომელსაც ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მათ ბიზნესის განვითარებისთვის სთავაზობენ.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
შსს - ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ორი პირი უნებართვოდ შესვლას ცდილობდა , ერთ-ერთი ძალადობის ბრალდებით დაიჭირეს
ილონ მასკი ტრამპთან ერთად ჩინეთში Air Force One-ით გაემგზავრება
რუტე ყირიმის ხიდზე თავდასხმაზე: უკრაინას შეუძლია დაიცვას თავი და თავს დაესხას რუსულ ლოგისტიკას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics