|
2022-05-03 14:35:27, 2137 ნახვა
საზოგადოება
RSF - 2022 წელს საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაურესდა
2022 წელს საქართველოში, გასულ წელთან შედარებით, პრესის თავისუფლების ინდექსი მკვეთრად გაურესდა. შედეგებს საერთაშორისო ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე აქვეყნებს. შედეგების თანახმად, 180 ქვეყანას შორის საქართველო 59.3 ქულით 89-ე ადგილზეა. გასულ წელს საქართველო 71.36 ქულით მე-60 ადგილს იკავებდა. "2021 წლის ივლისში, ჰომოფობიური დემონსტრაციების დროს პოლიციის თვალწინ 50 ჟურნალისტზე სასტიკი თავდასხმა უპრეცედენტო უკუსვლა იყო. საქმის გამოძიებაში პროგრესის არარსებობა იმ დაუსჯელობის შესახებ მეტყველებს, რომლითაც ჟურნალისტების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირები სარგებლობენ", - წერია ანგარიშში. 2022 წლის პრესის თავისუფლების ინდექსით, კავკასიის რეგიონში, სომხეთი ლიდერობს. მედიის თავისუფლების კუთხით პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს, .ბოლო ადგილზეა - ჩრდილოეთ კორეა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)