14:39 - 04 Oct, 2026
|
2022-05-03 14:23:35, 952 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მიცვალებულთა მოხსენიების დღეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ იმყოფებოდნენ. მათ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკეს და ქართველი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. უწყების ცნობით, თავდაცვის უწყების წარმომადგენლები აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებსაც გაესაუბრნენ. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მუდამ გვახსოვდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები და ტრადიციულად, აღდგომის დღეებში პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)