14:39 - 04 Oct, 2026
|
2022-05-03 12:20:44, 911 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომში კაცმა ცოლს 16-მდე ჭრილობა მიაყენა
ბორჯომში 40 წლამდე ქალი ქმარმა დაჭრა, მას 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული, დაჭრილს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე იგი კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა ბორჯომში 1 მაისს მოხდა. რა გახდა დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. „ჩვენთან ქალბატონი მრავლობითი დაზიანებით 13:45 საათზე შემოიყვანეს. 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოები, ჩაუტარდა ოპერაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში“,- ამბობს ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალი“ ხელმძღვანელი, ირაკლი დიასამიძე. „ექსპრესნიუსი“ მომხდართან დაკავშირებით, დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)