|
2022-05-03 10:34:14, 975 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ და კომაროვის სკოლა მოსწავლეებს კომაროვის STEM ბანაკში იწვევს
"საქართველოს ბანკი" და კომაროვის სკოლა X და XI კლასის მოსწავლეებს საქართველოში პირველ, კომაროვის STEM ბანაკში იწვევს. ეს იმას ნიშნავს, რომ STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულებებით დაინტერესებულ მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა ბრიტანული საზაფხულო სკოლების მოდელზე დაფუძნებულ STEM ბანაკში და ზაფხულის არდადეგების ერთი კვირა საინტერესოდ და სასიამოვნოდ გაატარონ. ბანაკში მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში შეხვდებიან STEM მიმართულებებით ქვეყნის გამორჩეულად წარმატებულ ადამიანებს; გაიღრმავებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას; გაიცნობენ მსგავსი ინტერესების მქონე გამორჩეულ მოსწავლეებს მთელი საქართველოდან; დაკავდებიან სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობით. იმისათვის, რომ მოსწავლემ მიიღოს მონაწილეობა, საჭიროა, ჰქონდეს უმაღლესი შეფასება - 10 ქულა STEM მიმართულების 4 საგანში (მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია). ასევე, უნდა შეავსოს აპლიკაცია და გაიაროს შესარჩევი ეტაპები, რომელიც შედგება ტესტირებისა და გასაუბრებისგან. აპლიკაციების მიღება უკვე დაიწყო და 13 მაისს დასრულდება. დეტალური ინფორმაციის მიღება მონაწილეობის შესახებ შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/dWRNiwgZecZofnor7 საქართველოს ბანკში აღნიშნავენ, რომ დიდ ყურადღებას უთმობენ ახალაგაზრდების მოტივირებას, პროფესიის შერჩევის დროს მათ მხარდაჭერას და მომავლის პროფესიებზე ცნობადობის ზრდას. სწორედ ამიტომ, კომაროვის STEM ბანაკს ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს ბანკი უწევს. მასში მონაწილეობა ყველა შერჩეული მოსწავლისთვის უფასოა. ბანაკი 2022 წლის 19-26 ივნისს, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ჩატარდება. ბანაკს უმასპინძლებს მაღალი დონის სასტუმრო ბაკურიანში. ბანაკი კოვიდრეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება. "საქართველოს ბანკისათვის, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, განათლებისა და კარიერული განვითარების მხარდაჭერა, განსაკუთრებით მომავლის პროფესიების შერჩევისას, უცვლელი და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ბანაკის ორგანიზებით კი გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს მათი ინტერესების კიდევ უფრო გაღრმავებაში, მათვის საინტერესო მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებაში. საქართველოს ბანკი მუდმივად მზადაა მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა თაობისთვის საინტერესო პროექტებს და გვიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ კუთხით. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)