|
2022-05-02 17:08:37, 1246 ნახვა
საზოგადოება
მესტიაში დიალიზის სერვისი გახდა ხელმისაწვდომი
დაბა მესტიაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. პროცედურა ორმა პაციენტმა უკვე ჩაიტარა. უწყების ცნობით, სვანეთში მცხოვრებ ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, კვირაში სამჯერ ზუგდიდში ჩასვლა უწევდათ, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დამატებით დროსთან და ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ხშირად პაციენტებს, დიალიზის თერაპიის ჩასატარებლად, საკუთარი სახლ-კარის დატოვებაც უწევდათ. რეგიონებში დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის მინისტრმა აპრილის დასაწყისში დააანონსა. ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, მესტიის გარდა, სერვისი უახლოეს პერიოდში ლანჩხუთში, ამბროლაურში, თიანეთსა და ყაზბეგშიც ამოქმედდება. საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინიციატივით, დიალიზის სერვისის გამართვის საკითხში აქტიურადა ჩართული საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი. მაღალმთიან რეგიონებში დიალიზის კაბინეტები სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული რეგიონული ჯანდაცვის ცენტრებში მოეწყობა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)