|
2022-05-02 15:17:21, 1012 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ხუციშვილი: სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაცია აბსოლუტურად გაუგებარია
სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად გაუგებარია - წარმოუდგენლად მიმაჩნია, აკრძალული რუსული პროდუქცია საქართველოს გავლით გავიდეს ევროპაში, მიენიჭოს წარმოშობის სერტიფიკატი და ასეთი საქონელი შევიდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორც მან აღნიშნა, უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც დამატებითი ინფორმაცია უკრაინული მხარის მიერ მოწოდებული არაა და არ ჩანს, რის საფუძველზე კეთდება მსგავსი განცხადებები. „რაც შეეხება განცხადებას, რომელიც უკვე მეორედ მოვისმინეთ - ამ შემთხვევაშიც, სამწუხაროდ არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ არის მოწოდებული. რაზეც განცხადებიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ ისაა, რომ რუსეთში წარმოებული პროდუქცია შესაძლებელია, რომ რეექსპორტით გავიდეს იმ ქვეყნებში, რომელ ქვეყნებშიც აკრძალულია ასეთი ტიპის საქონლის შეტანა. პირველ რიგში, ისეთი საბაჟო ოპერაციები იმ საქონელზე, რომელზეც არაა დაწესებული სანქციები არ კეთდება და საქართველო ვერ გახდება რეექსპორტი ქვეყანა. ამ შემთხვევაში, საქართველო შეიძლება იყოს ტრანზიტი ქვეყანა - როდესაც ორი ქვეყანა ვაჭრობს ერთმანეთთან იმ პროდუქციით, რომელიც არ არის სანქცირებული. მეორე შემთხვევაში, საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, რომ ქვეყნებში, რომელთაც სანქციები აქვთ დაწესებული, ამ სანქციებთან მიმართებით, არ მოხვდეს რუსული პროდუქცია. ამ ნაწილში, პირველივე დღიდან არის მკაცრი საბაჟო კონტროლი შესაბამისი რისკების პროფილების გამოყენებით. ეს რისკების პროფილები სანქციების დაწესების პირველივე დღიდანაა იმპლემენტირებული საბაჟო სისტემაში. მეორე მხრივ, როდესაც საბაჟო საქონელზე ვსაუბრობ, რომელიც შესაძლოა, მოხვდეს ქვეყნებში, რომლებსაც დაწესებული აქვთ სანქციები (საუბარია ევროკავშირის ქვეყნებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, დიდ ბრიტანეთზე), წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რუსული პროდუქცია, რომელიც აკრძალულია, საქართველოს გავლით გავიდეს ევროპაში, მიენიჭოს წარმოშობის სერტიფიკატი, რომელიც არის ქართული წარმოშობის და ასეთი საქონელი შევიდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, არა მხოლოდ საქართველო, არამედ ევროკავშირიც შესაბამის კონტროლს ახორციელებს. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია განცხადება, რაც მოვისმინეთ და მოვითხოვთ შესაბამის განმარტებებსა და ინფორმაციას. პარტნიორებს, რომელთაც სანქციები აქვთ დაწესებული, კონკრეტულ სანქციებთან მიმართებით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, არანაირი კითხვები არ გააჩნიათ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)