15:22 - 04 Oct, 2026
|
2022-05-01 13:20:51, 1276 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში არსებული შადრევნები ჩაირთო
თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში მოქმედი შადრევნები ჩაირთო. მათივე ცნობით, ყველა შადრევანი ყოველი წლის პირველი მაისიდან ირთვება და ქალაქს ნოემბრის ბოლომდე ალამაზებს. „მიმდინარე წელს დედაქალაქს შადრევნები ვარკეთილის 3-ის III ა მიკრორაიონში, N325 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერში, ვარკეთილის ხევში, გლდანის მერვე მიკრორაიონში არსებულ სკვერში და რიგის ბაღში შეემატა. გარდა ამისა, ბუკიას ბაღში, გელოვანის პარკში, წერეთლის ბაღსა და ნუცუბიძის მესამე პლატოზე მდებარე სკვერში არსებულ შადრევნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თბილისში არსებული 50-ზე მეტი შადრევნის მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს, ხოლო შადრევნების ნაწილი რაიონული გამგეობების დაქვემდებარებაშია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)