|
2022-04-29 20:05:32, 1122 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - ხელისუფლება კრიტიკულ მედიას სასამართლოს გზით ებრძვის
2022 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნანა შამათავამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე "გრიგოლ ლილუაშვილი შპს "ფორმულას", შპს "მთავარი არხის" და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ." სასამართლომ დააკმაყოფილა გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელი და შესაბამისად დაადგინა მის მიმართ ცილისწამების ფაქტი. - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ავრცელებს. მათივე თქმით, საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელს, რომლითაც მან სადავოდ გახადა შპს „ფორმულას" და შპს „მთავარი არხის" ეთერში გავრცელებული განცხადებები, რომლებიც დანაშაულებრივ სქემაში, ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და მისი როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის სავარაუდო ფიგურირებას უკავშირდება. ცნობისთვის, მოპასუხე მედიის წარმომადგენლები უთითებდნენ, რომ ჟურნალისტების მიერ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენდა დასკვნებს, რასაც საკმარის ფაქტობრივ გარემოებებს აყრდნობდნენ და რის გამოც დაუშვებელია მათ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ. ამასთან, განცხადებების მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო უწყებების მხილება და არა კონკრეტულად გრიგოლ ლილუაშვილზე თავდასხმა. გარდა ამისა, ისინი მათ არგუმენტებს აყრდნობდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საერთო სასამართლოების პრაქტიკა. შეგახსენებთ, რომ სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაიზიარა მედიის წარმომადგენლების პოზიციები, ამასთან, საყურადღებოა, რომ მედიაში გაკეთებული კრიტიკული განცხადებები არაერთხელ ყოფილა სასამართლო დავის დაწყების საფუძველი, განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების ინიციატივით. მსგავსი ტენდენცია წარმოადგენს სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენებას, ხოლო მიზნად ისახავს ჟურნალისტების/მედიის გაჩუმებასა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას (ე.წ SLAPP სარჩელები). ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო სარჩელების შეტანის ტენდენციის გათვალისწინებით კი, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტს, ვინაიდან არსებობს იმის მოლოდინი, რომ საჯარო პირების მხრიდან გაიზრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მართლმსაჯულების ობიექტად ქცევის შემთხვევები.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)