|
2022-04-29 17:58:36, 1434 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე არესტოვიჩის განცხადებაზე - მენტალური ჰიგიენა მავალდებულებს, არ ვისაუბრო იმ სიტყვებით, რაც ემოციურად პირველი მომივა თავში
მენტალური ჰიგიენა მავალდებულებს, არ ვისაუბრო იმ სიტყვებით, რაც ემოციურად პირველი მომივა თავში - განაცხადა უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადების კომენტირებისას. მისი თქმით, როდესაც უკრაინელი თანამდებობის პირებისგან ყველას სიფრთხილე შეწყნარებულია და საქართველოს სიფრთხილე არ არის შეწყნარებული, ამას ერთადერთი ახსნა აქვს - შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკური პროცესებით დაინტერესება და მათი გულშემატკივრობა სააკაშვილისადმი. მისივე თქმით, დიდი ხანია, ამ ადამიანის გამონათქვამები გასცდა ეთიკის ფარგლებს. „დიდი ხანია, ამ ადამიანის გამონათქვამები გასცდა ეთიკის ფარგლებს და საზღვრებს. ალბათ აჯობებს, თუ ცოტა უფრო თავშეკავებულები იქნებიან ამ მიმართულებით. მართლა ძალიან ცუდად გამოიყურება ეს ყველაფერი. თუ მაინცდამაინც ვინმეს ჩვენი რიტორიკაში გამოწვევა უნდა და ასეთი ტიპის განცხადებების პროვოცირება, ესეც ძალიან იოლად ხელგვეწიფება და იციან ამის თაობაზე. არ მგონია მოგებულები დარჩნენ ამ მიმართულებით, ვის რაში შეიძლება აწყობდეს ეს დამოკიდებულება? რიტორიკულად ვსვამ ამ კითხვას და მინდა ყველამ ვიფიქროთ. ყველა სახელმწიფო არის ფრთხილი და პრაგმატული, როდესაც საქმე ეხება სანქციებს, უკრაინასთან და რუსეთთან ურთიერთობას დღევანდელ პირობებში. ამით აიხსნება მათ შორის ევროპის გადაწყვეტილება, რომ დღემდე არიან მომხმარებლები იმ ენერგეტიკული რესურსებისა, რომელსაც რუსეთი აწვდის. უფრო მეტიც, ყველაზე დიდი ნაწილი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი ხაზით უკავშირდება ევროპას გაზის მიწოდება. ამ ფონზე, როდესაც ყველა სახელმწიფოსგან სიფრთხილე და პრაგმატულობა არის უკრაინელი თანამდებობის პირებისგან შეწყნარებული, მხოლოდ საქართველო და რამდენადაც ვიცი კიდევ ერთი აფრიკული სახელმწიფო იყო, რომელთა მიმართებაშიც ეს არ იქნა შეწყნარებული. გახსოვთ აზერბაიჯანთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები და სხვა არაერთი. ასეთ პირობებში, როდესაც ყველას სიფრთხილე შეწყნარებულია და საქართველოს სიფრთხილე არ არის შეწყნარებული, რა შეიძლება იყოს ამგვარი ორმაგი სტანდარტებით შეფასებების განმაპირობებელი, ერთადერთი ახსნა აქვს ამას - შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკური პროცესებით დაინტერესება, მათი გულშემატკივრობა სააკაშვილისა, სხვაგვარი ახსნა ამას უბრალოდ შეუძლებელია მოეძებნოს, ამას ძალიან კარგად ხედავს ყველა, მათ შორის საქართველოშიც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც და ეს არცთუ კარგად გამოიყურება მათი მხრიდან“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ხელმძღვანელობა შურში დაადანაშაულა
გიორგი შარაშიძე – დღეს იქნება თუ ხვალ, „ოცნება“ აგებს ძალიან მწარედ პასუხს იმაზე, რასაც აკეთებს, ეს დრო არც თუ ისე შორსაა
უსახელოური, ალექსანდროული - რაჭა-ლეჩხუმში რთველი დაიწყო
ვიქტორ ყიფიანი - პარტიების აკრძალვით ქვეყანაში მოვლენების რადიკალიზაციამდეც მანძილი მკვეთრად მცირდება.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)