|
2022-04-29 15:32:39, 1474 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა, მაღალმთიან რეგიონებში, ის კლინიკები მოინახულა, სადაც დიალიზის განყოფილებები მოეწყობა
უახლოეს მომავალში თიანეთსა და ყაზბეგში დიალიზის კაბინეტი გაიხსნება. ჯანდაცვის მინისტრი მაღალმთიან რეგიონებში იმყოფებოდა. ზურაბ აზარაშვილმა რეგიონული ჯანდაცვის ცენტრები მოინახულა, სადაც დიალიზის განყოფილებები მოეწყობა. თიანეთსა და ყაზბეგში აღნიშნული სერვისის დანერგვის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა სიცოცხლისთვის აუცილებელ მომსახურებას ადგილზე მიიღებს. დიალიზის თერაპია ხელმისაწვდომი იქნება მესტიასა და ამბროლაურშიც.ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თიანეთსა და ყაზბეგში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ზურაბ აზარაშვილი რეგიონული ჯანდაცვის ცენტრებში დასაქმებულ მედპერსონალსაც შეხვდა და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებებში არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და მოსახლეობისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას. ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი აბაიაძე იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)