|
2022-04-29 13:03:44, 1107 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილენს. ბანკის ცბობით, ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გახშირდა განცხადებები, რომელშიც არალიცენზირებული კომპანია „სფერო ინვესტი“ მომხმარებელს მაღალი საპროცენტო განაკვეთით ანაბრის გახსნას სთავაზობს. კანონმდებლობის მიხედვით, აღნიშნულ ორგანიზაციას ანაბრის მიღების ან საანაბრე ხელშეკრულების დადების უფლება არ აქვს. ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება მათი პირადი სახსრების მესამე პირებისთვის მინდობისას. „შეგახსენებთ, რომ დეტალური ინფორმაცია ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ და/ან რეგისტრირებული ორგანიზაციების შესახებ, განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს მისთვის საჭირო და ამომწურავი ინფორმაცია.“- ნათქვამია ეროვნული ნანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბანკი მოქალაქეებს ურჩევს უპირველეს ყოვლისა გადაამოწმონ და მოიძიონ კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)