|
2022-04-29 12:21:42, 956 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ესტონეთის გარემოსდაცვით ბორდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსსა და ესტონეთის გარემოსდაცვითი ბორდის (დაცული ტერიტორიების მმართველი ორგანო ესტონეთში) თანამშრომლობის ფარგლებში, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, სამუშაო ვიზიტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლაჰემას ეროვნულ პარკში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ორი ქვეყნის საუკეთესო გამოცდილების, ცოდნისა და ინფორმაციის გაზიარებას, ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს, რაც მიმართული იქნება დაცული ტერიტორიების მართვის გაუმჯობესებისკენ. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა, ესტონეთის გარემოს დაცვის სამინისტროს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარკუ ლამპმა და გარემოსდაცვითი ბორდის გენერალურმა დირექტორმა, რაინერ ვაკრამ მოაწერეს. აღსანიშნავია, რომ ესტონეთში, ლაჰემას ეროვნულ პარკში საქართველოს ეროვნული პარკების ფოტოგამოფენა გაიხსნა, რაც არის უნიკალური შესაძლებლობა, მსოფლიო მასშტაბით საქართველოს უნიკალური ბუნების პოპულარიზაცია მოხდეს. ლაჰემას ეროვნული პარკი ესტონეთში პირველი ეროვნული პარკია, დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიზიტორებს შორის და ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)