|
2022-04-28 16:00:04, 1208 ნახვა
საზოგადოება
სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა
28 აპრილი სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით - „შრომის უსაფრთხოება და უფლებები საქართველოში“. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კონფერენციაზე ქვეყანაში შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ვითარება და მიღწეული შედეგები განიხილეს. შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განხორციელებული ინსპექტირებების ანალიზი და სამსახურის სამომავლო გეგმები წარადგინა. ბოლო წლების განმავლობაში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გაძლიერდა შრომის ინსპექციის სამსახური. გაზრდილი მანდატის ფარგლებში უწყებას მიეცა შესაძლებლობა ზედამხედველობა განახორციელოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროება, იძულებითი შრომა, შრომითი ექსპლუატაცია და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)