|
2022-04-28 14:27:56, 1440 ნახვა
საზოგადოება
სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში სტუდენტების პრაქტიკული გადამზადება მიმდინარეობს
ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში, სტუდენტები, თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, საფუძვლიან პრაქტიკულ სასწავლო კურსს გადიან. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ლაბორატორიაში გადამზადებას ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამის 12 სტუდენტი გადის. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან. განათლების ხელშეწყობის მიზნით, პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება როგორც უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის, ასევე პროფესიული კოლეჯის მოსწავლეებისათვის. ლაბორატორიაში, პერსონალისა და სტუდენტების უსაფრთხოებისათვის, ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვის მკაცრი მონიტორინგი ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)