|
2022-04-28 12:06:26, 1325 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ საცხოვრებელი ფართი კიდევ ხუთ ოჯახს გადასცა
თბილისის მერიამ უსახლკაროთა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართით კიდევ ხუთი ოჯახი დააკმაყოფილა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე წელს საცხოვრებლით, ჯამში, 60 უსახლკარო ოჯახი დაკმაყოფილდება. „წინასაარჩევნოდ ჩემი ერთ-ერთი დაპირება თბილისელი უსახლკაროების საცხოვრებლით დაკმაყოფილება იყო. ჩვენ დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება, მაგრამ პარალელურად, ვებრძვით უკანონო მშენებლობებს, სახელმწიფო მიწების მიტაცებას. ამას არ დავუშვებთ. თბილისის მერია უსახლკაროს სტატუსის მოპოვებამდე, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელ ფართს ქირაობს. ამაში მილიონობით ლარი იხარჯება. ამიტომაც, დავიწყეთ უსახლკაროთა პროგრამის განხორციელება. დღეს კიდევ ხუთ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელს. მომდევნო წლებში, ფართით 400 ოჯახი დაკმაყოფილდება. მათ კი, ვისაც ჯერ არ აქვს უსახლკაროთა სტატუსი მოპოვებული, თავიანთი რაიონების გამგეობებს უნდა მიმართონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)