06:37 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-28 10:47:45, 1087 ნახვა

ეკონომიკა
უკრაინაში ომის დროს რუსეთმა გააორმაგა ენერგეტიკული შემოსავლები

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა თითქმის გააორმაგა წიაღისეული საწვავის შემოსავალი ევროკავშირის ქვეყნებისთვის. ამ გაყიდვების საერთო კლების პირობებშიც კი, ენერგიის ფასების ზრდამ, ფინური ენერგიისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის CREA-ს თანახმად, მოსკოვს დაახლოებით 62 მილიარდი ევრო მოუტანა.

რუსეთი აგრძელებს ევროპის ენერგეტიკული დამოკიდებულების კაპიტალიზაციას, მიუხედავად ევროკავშირის ლიდერების სასოწარკვეთილი მცდელობისა, რათა პუტინმა არ გამოიყენოს ენერგია პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის ბერკეტად, ნათქვამია CREA-ს დასკვნებში - იუწყება ბრიტანულ გაზეთი Guardian.

ომის ორი თვის განმავლობაში ევროკავშირში რუსული ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის იმპორტმა დაახლოებით 44 მილიარდი ევრო შეადგინა. შედარებისთვის, მთელი გასული წლის განმავლობაში ეს თანხა 140 მილიარდი ევრო იყო, ანუ თვეში დაახლოებით 12 მილიარდი.

გერმანია რჩება მთავარ მყიდველად. მიუხედავად მისი ხელისუფლების ყველა დარწმუნებისა რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობის შესახებ, ომის ორი თვის განმავლობაში მან 9 მილიარდი ევროს ღირებულების ენერგორესურსები შეიძინა.

სანქციებისა და საექსპორტო შეზღუდვების მიუხედავად, ფასების ზრდა უფრო მეტად ანაზღაურებს რუსეთს გაყიდვების დანაკარგს, ხოლო ახალი სანქციები, ფინური ცენტრის ექსპერტების აზრით, მხოლოდ ფასების კიდევ უფრო გაზრდას გვპირდება.

CREA-ს წამყვანი ანალიტიკოსის, ლაური მილივირტას თქმით, გაყიდვების შემოსავლები მხარს უჭერს პუტინის საომარ ძალისხმევას და მისი ომის მანქანის განმუხტვის ერთადერთი გზა იქნება წიაღისეული საწვავის სწრაფად და სრულად გაუქმება.

„წიაღისეული საწვავის ექსპორტი არის მთავარი ელემენტი პუტინის რეჟიმისა და მრავალი სხვა თაღლითი სახელმწიფოს მხარდასაჭერად“, - ამბობს ფინელი ანალიტიკოსი. ”ენერგეტიკული ექსპორტის გაგრძელება დიდი ხვრელია რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებში და ვინც მისგან საწვავს ყიდულობს, ხდება რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი საერთაშორისო სამართლის საშინელი დარღვევების თანამონაწილე. - აცხადებს ანალიტიკოსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics