06:37 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 16:07:57, 1367 ნახვა

ეკონომიკა
წიგნები სოფელ აძვის მოსწავლეებისთვის - თეგეტა კამპანია ,,წიგნები მშვიდობისათვის“ მხარდამჭერია

სოფელ აძვის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას 100 წიგნი შეემატა. თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით თაროები საბავშვო ლიტერატურითა და ენციკლოპედიური გამოცემებით შეივსო. საგანმანათლებლო დაწესებულებას სულ 135 აღსაზრდელი ჰყავს. მოსწავლეები გზავნილს თავად დახვდნენ. საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრედ მდებარე დასახლებაში მშვიდობისა და მზრუნველობის ფასი ყველაზე კარგად იციან. 

აქტივობა „ბიბლუსის“ კამპანიის ფარგლებში „წიგნი მშვიდობისათვის“ განხორციელდა. თეგეტა ჰოლდინგი კამპანიის ერთ-ერთი მხარდამჭერია. 

თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ნათიკა ბერძული:

,,თეგეტასთვის განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. „წიგნები მშვიდობისათვის“ ის პროექტია, რომლის კონცეფციაც ჩვენი კომპანიის ღირებულებებს ემთხვევა. გვინდოდა, ჩვენი წვლილი შეგვეტანა აძვის სკოლის ბიბლიოთეკის გამდიდრებაში. ვფიქრობთ, ახალი წიგნებით დავეხმარებით მოსწავლეებს, რათა მათი ყოველდღიურობა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს“.

კამპანიის „წიგნი მშვიდობისთვის“ ფარგლებში, „ბიბლუსმა“ თეგეტა ჰოლდინგთან და სხვა პარტნიორებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე  ხუთი სოფლის საჯარო სკოლისთვის ბიბლიოთეკები მოაწყო. წიგნები სოფლების კირბალის, აძვის, ქვეშის, დიცისა და ნიქოზის საგანმანათლებლო დაწესებულებებს გადაეცა.  

 „ბიბლუსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, დეკო კურკუმული:

,,ბიბლუსისთვის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში განხორციელებული ეს პირველი აქტივობა არ არის. ვცდილობთ, დავეხმაროთ სკოლებს, მოვაწყოთ ბიბლიოთეკები და ბავშვები ახალი წიგნებით გავახაროთ. წელს ომის თემატიკას გვერდს ვერ ავუვლიდით, ამიტომაც გადავწყვიტეთ, წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაგვეგეგმა კამპანია ,,წიგნი მშვიდობისათვის“ - ომისა და აგრესიისთვის წიგნიერება და განათლება დაგვეპირისპირებინა“.

ამ დროისათვის საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრედ, სულ, 8 სოფელში განახლდა და მოეწყო სკოლის ბიბლიოთეკები. საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ჯამში, 1000-ზე მეტი წიგნი გადაეცა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics